
„ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის არა თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემების ამოსაღებად, არამედ იბრძვიან იმისთვის, რომ ისტორიიდან ამ ადამიანის როლი ამოიღონ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
“არის მცდელობა იმისა, პოლიტიკა ჩაერიოს განათლებაში და პოლიტიკოსები 21-ე საუკუნის ცენზორებად მოგვევლინონ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე ისტორიის სწავლება. ს
აზოგადოებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები, ამონარიდები იხილა, რაც კონტექსტს იყო მოწყვეტილი. ზოგადად, იმ თავში საუბარია უკანასკნელი წლების პოლიტიკურ ლიდერებზე. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ჟვანიაზე, ედუარდ შევარდნაძეზე. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ნაწილი, რასაც მოზარდები უნდა სწავლობდნენ. აჟიოტაჟი რასაც ვხედავთ, არის კიდევ ერთი მაგალითი 21-ე საუკუნის ცენზორებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.






















