
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს პატიმრობიდან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.
პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არარეალურად აფასებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ჩადენილი დანაშაულების გამო, პასუხი უნდა აგოს, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ერიდება წარსულზე საუბარს, რადგან ქვეყნის ყველაზე მძიმე წლები ამ პარტიის მმართველობას უკავშირდება. დღეს ამ ყველაფრის შეხსენება ცოცხებით იქნება თუ სიუჟეტებით, ემსახურება იმას, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვქონდა საქმე.
წარმოიდგინეთ, ახლა რამდენი მიზეზი აქვთ და როგორ მზადებიან „ნაცმოძრაობაში“, რომ დასაჯონ ადამიანები. სააკაშვილისგან პატიება გაგიგიათ იმ ადამიანების მიმართ, ვინც აწამა? – არა. რაც არ უნდა აქცია გამართონ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, სააკაშვილის ციხის კარები არ გაიღება“,- განაცხადა ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























