
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 7 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს და ასევე, პოლიტსაბჭოს მხარდაჭერით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მათი მხრიდან, ნამდვილად იგეგმება უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება.
„მიმდინარეობს ძალიან აქტიური მსჯელობა „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოში, ყველა მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე. განვიხილავთ იმ ღონისძიებებს, სადაც უნდა მოხდეს ჩვენი გეგმების წარდგენა ამომრჩევლისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, დღეს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დაბრუნებას აანონსებს.






















