
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას იმაზე ნაკლები ადამიანი ითხოვს, ვიდრე თავად სააკაშვილს წარმოედგინა. თავად ექსპრეზიდენტის გულმხურვალე თანაგუნდელებიც კი ამბობენ, სააკაშვილის მხსნელ მხარდამჭერთა რაოდენობა, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე შემცირდა.
რამ გამოიწვია სააკაშვილისადმი ნდობის განელება და რატომ იქცა ანტიპათიად ექსრეზიდენტი თავად „ნაცმოძრაობის“ გუნდის ნაწილში, ამ საკითხებზე „პრაიმტაიმთან“ ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი საუბრობს:
„სააკაშვილთან დაკავშირებით, საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან მიკნავლებული, საქართველოში კი მისდამი მხარდაჭერა ძალიან მინავლებულია.
ამ ეტაპზე, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს დაკარგული აქვთ მოტივაცია, რომ გავიდნენ ქუჩაში და დაიწყონ მოთხოვნების დაყენება, რადგან იციან, რომ ამ ყველაფერს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ.
საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოში მოტივაცია იმისა, რომ მოითხოვონ იმ ადამიანების ციხიდან გამოშვება, რომელსაც ძალიან მწვავე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ნაკლებია. ხალხს უკვე სააკაშვილის ინტერესი აღარ აქვს.
თავად „ნაცმოძრაობაშიც“ თვლიან, რომ სააკაშვილი წარსულია და პარტიას უნდა ჩაეხსნას. „ნაცმოძრაობის“ ახალი სახეებისთვის ძალიან დიდი დისკომფორტია სააკაშვილის ფაქტორი, რადგან მათ დიდი ხანია უკვე უნდათ გამოვიდნენ სააკაშვილის ბინძური ჩრდილისგან“,- განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე ერთ-ერთი დანაშაულია, რომლის გამოც, სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა და სასჯელის სახით, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზეა მსჯავრდებული.
ასევე დაგაინტერესებთ:






















