16:02 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

„ნაცმოძრაობის ჩატიდან ინფორმაციამ გაჟონა“ – მამუკა მდინარაძის საგანგებო განცხადება

„ნაცმოძრაობის ჩატიდან ინფორმაციამ გაჟონა“ – მამუკა მდინარაძის საგანგებო განცხადება

დღეს „ნაცმოძრაობა“ ჩამოიშალა, ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მელიასა და სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება აშკარაა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ყველა ინფორმაცია, რომელიც ხმოვანდება ახლა ჩვენს მიერ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, თავად „ნაცმოძრაობის“ წევრები დარწმუნდებიან, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენ ვერ გვექნებოდა, მათ შორის ისე დეტალიზებულად, როგორც გვაქვს ლანჩხუთთან, ზუგდიდთან დაკავშირებით. ჩვენ არავის ვუსმენთ და დარწმუნებული ვარ არც “სუს“-ს აქვს ეს მოსმენილი. დღეს „ნაცმოძრაობა“ ჩამოიშალა შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, რომ მელიასა და სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება აშკარაა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X