
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის (მერეთის თემიდან) ლევან ბიძინაშვილის ვაჟი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს, რის გამოც ლუკა ბიძინაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენლებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს.






















