10:54 | 2021-02-18 ავტორი: Prime Time

ნაცმოძრაობის ოფისთან სასწრაფოს მანქანები გამოჩნდა

ნაცმოძრაობის ოფისთან სასწრაფოს მანქანები გამოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მივიდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.

 

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებიც აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს.

 

პოლიციამ რამდენჯერმე მიმართა ოფისის შესასვლელთან შეკრებილებს, გაეღოთ კარი, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.

 

ვიდეო: სასწრაფოს მანქანები ენმ-ის ოფისთან

 

ავტორი: Prime Time

X