13:16 | 2020-09-03 ავტორი: Prime Time

„ნავნეს“ საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ნავნეს“ საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზია „ნავნეს“ საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მაღაზია თავად მაღაზიის გვერდი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი უკვე გადამოწმებულია.

 

„ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

 

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X