
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე კარგად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისის მერის საქმიანობას 13% აფასებს ძალიან კარგად, 31% – კარგად, 32% – საშუალოდ. რაც შეეხება ცუდ და ძალიან ცუდ შეფასებას, ასეთი განწყობა აქვს მხოლოდ 22%-ს. კვლევის მიხედვით, კალაძის შესახებ კითხვები მოქალაქეებს მხოლოდ თბილისში დაუსვეს.
კალაძეს რეიტინგში მოსდევს პრემიერი გიორგი გახარია. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 4%, კარგად – 17%, საშუალოდ – 34%, ასევე 34% კი ძალიან ცუდად, ან ცუდად.
ლიდერებს შორის მესამე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ბოლო ადგილზე კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის საქმიანობას მხოლოდ 9% აფასებს ძალიან კარგად, ან კარგად. სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 54% აფასებს ცუდად, ან ძალიან ცუდად.






















