13:41 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

NDI: გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ კორონავირუსზე არ აიცრება

NDI: გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ კორონავირუსზე არ აიცრება

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის დაბალი გავრცელება ქართულ გენეტიკას და რელიგიას უკავშირდება – NDI
28/07/2020გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის დაბალი გავრცელება ქართულ გენეტიკას და რელიგიას უკავშირდება – NDI
PTN.GE

 

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა.

 

ასევე, 15%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

კვლევისთვის 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიური გამოიკითხა.

 

კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

ავტორი: Prime Time

X