
საქართველოს მოსახლეობის 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით შემცირებულია. მოსახლეობის 5%-მა კი არ იცის, თუ როგორ მუშაობს მთავრობა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.






















