13:05 | 2021-08-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

NDI: მოსახლეობის ნახევარზე მეტმა არ იცის,  როგორ დარეგისტრირდეს აცრის პორტალზე

NDI: მოსახლეობის ნახევარზე მეტმა არ იცის,  როგორ დარეგისტრირდეს აცრის პორტალზე

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი

ჯერ კიდევ წინ არის. თითქმის ნახევარი (45 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს.

 

საყურადღებოა, რომ მოქალაქეების 42 პროცენტს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით
მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (47 პროცენტი). მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ იცის თუ როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71 პროცენტია.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი – არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად
შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები მთავარ

 

მიზეზებად ვაქცინის ხარისხსა (47 პროცენტი) და ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან
შეუთავსებლობას ასახელებენ (20 პროცენტი).

 

 

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X