
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მთავარი საჯარო ინსტიტუტებიდან საქართველოს ჯარს ყველაზე დადებითი შეფასება აქვს (52 პროცენტი). მას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოსდევს 50 პროცენტით, რაც 2019 წლის ივლისის (64 პროცენტი) შემდეგ მნიშვნელოვანი ვარდნაა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.






















