
საქართველოს მთავრობამ ცოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
“კოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმა.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!”, – წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და შესაბამის ვიდეორგოლს აქვეყნებს.
კოვიდვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა და პირველ რიგში მედპერსონალი აიცრება, მაღალი რისკის ქვეშ მკოფი მოქალაქეები – ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შემდეგ კი – მოსახლეობის სხვა ჯგუფები.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.






















