
კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთავრობას მიმართავს.
როგორც ის წერს, კოვიდის მკურნალობა არ უნად დააფინანსოს სახელმწიფომ და ყველა იდეალურად დაიცავს წესებს.
„მთავრობავ, მოხსენი კარანტინი, გავიდეს ყველა გარეთ, ამუშავდეს ეკონომიკა, ოღონდ კოვიდის მკურნალობა არ დააფინანსოს სახელმწიფომ და ყველა იდეალურად დაიცავს წესებს!
მართალია, მერე ექიმებს გვათრევენ, მაგრამ, მიჩვეულები ვართ და გადავიტანთ! ნებისმიერ სცენარში მაინც ჩვენ გვათრევენ“, – წერს ნინო ნადირაძე საკუთარ facebook გვერდზე.
ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 ადამიანი. გარდაიცვალა 5 მოქალაქე. გამოჯანმრთელებულია 98.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















