11:44 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან – პრემიერი

ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან – პრემიერი

ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის გამოსაძიებლად აქტიურად მუშაობს.

 

ცნპბისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X