
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განიხილავენ.
სკანდალურ ამბავს ცოტა ხნის წინ, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, თუმცა საკუთარი შვილების მამას სიბინძურისთვის ვერასდროს გაიმეტებს.
“ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ საკუთარი შვილების მამას, სიბინძურისთვის ვერ და არ გავიმეტებ. რადგან ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.
მე მესმის ნებისმიერი “შარლოტა” ცოლისთვის ისარია გულში, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და აუცილებლად გამოჩნდება “ნიკოლოზიც”,
მთავარია არ გაბოროტდე და დახშული გონებით სისულელე არ ჩაიდინო, ჩვენი ოჯახის მხარდაჭერა @nikolozbasilashvili- წერს სიჭინავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 21 მაისს მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის სასამართლო დარბაზიდან 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იძალადა თუ არა ცოლზე ცნობილმა ჩოგბურთელმა, ამას სასამართლო დაადგენს.
























