23:53 | 2020-05-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნეკამ შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და იქ მოუწყო სკანდალი- რას ყვება ბასილაშვილის ადვოკატი

ნეკამ შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და იქ მოუწყო სკანდალი- რას ყვება ბასილაშვილის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომჩივანი მხარისგან, ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო.

 

ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება.

 

განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა - ადვოკატი
2020-05-26განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა - ადვოკატი

 

„2018 წლის აგვისტოდან წყვილი ერთად არ ცხოვრობს და 2019 წლიდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინების ინიციატორი გახლდათ ბატონი ნიკოლოზი. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თუკი ის იყო მოძალადე ადამიანი, მოძალადესთან რატომ არ სურდა ქალბატონ ნეკას განქორწინება.

 

სანამ არ მიმართა სასამართლოს განქორწინებისთვის, რომელიც შეიძლებოდა მარტივად მოგვარებულიყო იუსტიციის სახლში, მსგავსი არ მომხდარა.

 

არცერთ პროცესზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი – უფრო მეტიც, არსებობს საოქმო ჩანაწერები, სადაც ამბობს, რომ ნიკოლოზი იყო ძალიან კარგი მამა“, – ამბობს ადვოკატი.

 

მისივე თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

 

„2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი.

 

წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა
2020-05-26წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა

 

სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს.

 

პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ.

 

ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან.

ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე... - ნოდარ ბასილაშვილი შვილის განვლილ გზაზე
2020-05-26ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე... - ნოდარ ბასილაშვილი შვილის განვლილ გზაზე

 

 

რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე“- განაცხადა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X