15:40 | 2021-10-25 ავტორი: Prime Time

ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა.

 

კოვიდ-19-მა , ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა იმსხვერპლა.

რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას - ირაკლი კობახიძე
2021-10-25რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას - ირაკლი კობახიძე

ექიმების განმარტებით, ვირუსმა ღვთიმსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გააუარესა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

ერთი თვის წინ, კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი გარდაიცვალა.

 

კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით, მეუფეს, თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

 

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ, ბოდბის მონასტერშიც, თუმცა ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X