15:53 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული – მეუფე გრიგოლი

ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული – მეუფე გრიგოლი

„საპატრიარქოს განცხადება როცა კეთდება, იმის მიუხედავად ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ ამზადებს ტექსტს, რა თქმა უნდა მთელი პასუხისმგებლობა კათოლიკოს პატრიარქზეა“ – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მითროპოლიტი , მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მრევლისთვის ზიარების შემდეგ მისაღები სასმელის (სატკბილოს) ერთჯერადი ჭიქებით მიღებას გულისხმობს.

 

მეუფე გრიგოლის თქმით, მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბოს და ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.

 

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება ფორსმაჟორში მიიღოს ადამიანმა, ინსტიტუციამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი, როცა ფორსმაჟორი ფილმებში გვინახავს ქვეყანა ინგრევა და კაცისშვილი არ არის იმის უნარის მქონე, რომ შეიკრიბოს თუნდაც ის საბჭო და იმსჯელოს, ესეთი მოვლენა აქ არ არის. არის იმის საშუალება , რომ მღდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჩვენს მრევლზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება ისე, რომ ნერონის პერიოდის მსგავსად არ აღმოჩნდეს ეკლესია გამოყენებული, რომ აი, ეკლესიაა დამნაშავე, რომ ვირიუსი აქტიურად ვრცელდება. ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქებით დაპირისპირება, არამედ ერთობლივი მჯელობით და გადაწყვეტილებით“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

 

მეუფე გრიგოლის განცახდებით, ისინი ადგილობრივად მიიღებენ გადაწყვეტილებას.                 

კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
2020-03-14კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს

 

 

 

„ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

 

 

ავტორი : თეა შონია

ავტორი: Prime Time

X