14:36 | 2020-05-12 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნერვზე აწვებოდა, გათიშულს აფხიზლებდა და ისევ ცემდა – ჩვენება გუდაურის მკვლელობის საქმიდან, რომელიც ახლა გასაჯაროვდა

ნერვზე აწვებოდა, გათიშულს აფხიზლებდა და ისევ ცემდა – ჩვენება გუდაურის მკვლელობის საქმიდან, რომელიც ახლა გასაჯაროვდა

გუდაურში მოკლული თამაზ გორთომაშვილის  ოჯახის ადვოკატმა, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აქვს კადრები, რომელიც სრულიად ცვლის სურათს.

 

„კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გაჰყავს მერაბ კობიაშვილს მიხეილ უნდილაშვილი საცემად. ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, იცოდეს, რომ კამერები არ არის.

 

 

რამდენიმე ქუჩას გაატარებს. თუმცა, ჩვენებიდანაც ჩანს, რომ არ ეუბნებოდა რატომ უნდა გაჰყოლოდა. ჩაჰყავს ერთ-ერთ მშენებლობაზე, სადაც ფიზიკურად უსწორდება.

 

უნდილაშვილი თავის ჩვენებაში წერს, რომ როდესაც ითიშებოდა, კობიაშვილი გამოსაფხიზლებლად ფეხებით აწვებოდა თითის მიდამოებში ნერვიულ დაბოლოებაზე და მერე აგრძელებდა ცემას. ამის შემდეგ იცვლება გარემოებები…

 

მიხეილ უნდილაშვილი ბრუნდება, რომ თავი გაითავისუფლოს მერაბ კობიაშვილისგან. ის როცა ტერიტორიაზე ბრუნდება დასისხლიანებულია. მასთან მიდის ტარიელ არჩვაძე, რომელიც ცდილობს სისხლი მოწმინდოს და ადგილიდან განარიდოს,“- აცხადებს ადვოკატი.

 

 

 

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

 

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X