
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუ იგი 2020 წლის არჩევნებში წააგებს, პოლიტიკიდან წავა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია, ის გამოთქმა ვიხმაროთ – “ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო”. ახლა, თუ არ გაძლევს მანდატს ამომრჩეველი, მაშინ შენი გზა უნდა მონახო სხვაგან“,-თქვა ოქრუაშვილმა.
18 აგვისტოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა.
ოქრუაშვილი თვლის, რომ არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტი ბიძინა ივანიშვილია.























