
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირებას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია.
მატჩის დაწყებისას, როდესაც ყველასთვის კარგად ნაცნობი კომენტატორი, ნიაზ მამრიკიშვილი სპონსორებს აცხადებდა, დინამიური ეპიზოდი შეიქმნა, თუმცა ამას მამრიკიშვილისთვის ხელი არ შეუშლია.
მან სპონსორების ჩამოთვლა წამის მეასედებში დაასრულა და მაშინვე თამაშის წაყვანას შეუდგა.






















