
ნიდერლანდებში წაულებში კორონავირუსის აფეთქების გამო 8 ფერმაში ყველა ცხოველს დახოცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის ცნობით, COVID-19-ით წაულებისგან სულ მცირე 2 ადამიანი დაინფიცირდა.
ცხოველთა უფლებების დამცველებმა ეს ნაბიჯი სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა 6 ივნისს მოსამართლემ გადაწყვეტილება სამინისტროს სასარგებლოდ მიიღო. პირველი 1 500 წაულა შაბათს, დერნში უკვე დახოცეს.























