15:38 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია! – როდის გაეწერება საავადმყოფოდან ამირან გამყრელიძის შვილი

ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია! – როდის გაეწერება საავადმყოფოდან ამირან გამყრელიძის შვილი

არის თუ არა ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის, – ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.

 

„ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება. კლინიკურად კარგად არის, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს ენდელაძე.

 

ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ 7 მარტს გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

 

კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X