17:59 | 2021-10-18 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ნიკა გვარამიამ პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას – ანდრია ჯაღმაიძე

ნიკა გვარამიამ პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას – ანდრია ჯაღმაიძე

“გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს, პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას. ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

„ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომელთა მოხმობაც გადაცემაში ძალიან უსუსურად სცადეს, ეკლესიის მიმართ შეთქმულება ძალიან კარგად იხატება. ესაა გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელსაც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „ფორმულაზე“. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი. გადაცემაში, გოჩა სწორედ საუბრობდა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, საპატრიარქოზე შტურმსა და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

გუშინ, სამებაში, მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

 

ამ ქადაგების კომენტირებისას “მთავარი არხის” ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X