
„პირველი ქრისტიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ არ ედევნათ მათი განსხვავებული აზრის გამო… იმის გამო, რომ ზევსის ნაცვლად იესო ქრისტეს სცემდნენ თაყვანს.
პირველი ქრისტიანების შთამომავლები დღეს ადამიანებს დევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ იმათთან წვანან, ვისთანაც სურთ. მე არ ვგულისმხობ მხოლოდ ანაფორიანებს ტაბურეტით ხელში“.
ამ მონოლოგით გახსნა 17 მაისს საავტორო გადაცემა ნიკა გვარამიამ.
„საკუთარი „გადახრების“, როგორც თავად ამბობენ ასე, დასაფარად ადამიანები ბევრ რამეს მიმართავენ, მათ შორის უმცირესობების დევნასაც.
თუ მაინცდამაინც გინდათ დამალოთ ის, რაზეც ფიქრობთ ხოლმე, ვისზეც მასტურბირებთ, ნუ ერჩით უმცირესობებს, იმიტომ რომ ამით თქვენს შესახებ ყვებით უამრავს. სახლში იჯექით, მარტივად“, – თქვა ნიკა გვარამიამ მონოლოგში, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით მოამზადა.






















