20:19 | 2021-12-15 ავტორი:

ნიკა გვარამიას შუამდგომლობა მოსამართლის აცილებს თაობაზე არ დაკმაყოფილდა

ნიკა გვარამიას შუამდგომლობა მოსამართლის აცილებს თაობაზე არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ, ნიკა გვარამიამ მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა.

 

გვარამიას განმარტებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი ჰოლდინგის დირექტორის, ზაზა გველესიანის ბავშვობის მეგობარია.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურატურა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, შუამდგომლობა უსაფუძვლოა, დასაბუთებული არ არის და ის ადვოკატებმა პროცესის გაჭიანურების მიზნით დააყენეს

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

მისი განმარტებით, სასამართლო არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს საქმეში არსებულ პირებთან მიმართებით თუ ის არ არის დაზარალებული, ბრალდებული, ან არ წარმოადგენს მხარეს.

 

მან ასევე დაადასტურა, რომ ზაზა გველესიანი მისი ბავშვობის მეგობარია და  ამას არც მალავს.

 

„ მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ჩემს მეგობრებს საზოგადოებას არ ვუმალავ. ასეთი წარმატებით, ბატონო ნიკა, მე და თქვენ ერთად ვმუშაობდით სადისციპლინო კოლეგიაში”,- განაცხადა ჩხიკვაძემ.

 

ცნობისთვის, “რუსთავი 2- ის” ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.

ავტორი:

X