12:31 | 2021-04-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნიკა მელია გირაოთი 72 საათში იქნება თავისუფალი, ამნისტიით დაახლოებით ერთ თვეში – ელისაშვილი

ნიკა მელია გირაოთი 72 საათში იქნება თავისუფალი, ამნისტიით დაახლოებით ერთ თვეში – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერისთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მხრიდან მისთვის გირაოს გადახდაზე.

 

ალეკო ელისაშვილის თქმით, არსებობს გათავისუფლების სხვა მექანიზმიც, რომელიც ამნისტიით გამოშვებას გულისხმობს, თუმცა ის შედარებით მეტ დროს მოითხოვს.

 

რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია იმართება 
2021-04-21რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია იმართება 

 

„ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში 72 საათში, ანუ რამდენიმე დღეში იქნებოდა ის თავისუფალი. ხოლო ამნისტიის კანონი თუ დაინიცირდება, დაახლოებით, ერთ თვეში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X