
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ოპოზიციის ნაწილს ემიჯნება. მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” “ლელოსა” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივას, კერძოდ, კი პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას, არ იზიარებს.
“მე პირადად წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მივიღოთ მონაწილეობა. 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთ დეპუტატს არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, არიან რაიონებში, არიან რეგიონებში, არიან ველად გასული და თითოეული დღე არის საჩუქარი უბრალოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები მოწყდნენ აქტიურ მუშაობას და ჩამოვიდნენ თბილისში,” – ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.
“ლელოს” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























