13:05 | 2020-05-26 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს აუმხედრდა: გაოგნებული დავრჩი, სრულიად გაუგებარია…”

ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძეს აუმხედრდა: გაოგნებული დავრჩი, სრულიად გაუგებარია…”

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია თენგიზ ცერცვაძის ვიდეომიმართვას ეხმიანება.

 

მელია ამბობს, რომ ცერცვაძის განცხადება პარტიულ აგიტაციას გავს.

 

ოპოზიციონერი ლიდერი ცნობილ ექიმს ურჩევს, დარჩეს ექიმად და ნუ დაკარგავს ვირუსთან ბრძოლისას ხალხის მოპოვებულ სიყვარულს.

 

„ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში?

 

ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?!

 

მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ - რას ყვება სასულიერო პირი
2020-05-26მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ - რას ყვება სასულიერო პირი

 

უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?

 

ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან?

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
2020-05-26ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

 

ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება.

 

ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად.

 

ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს.

 

ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.” – წერს ნიკა მელია.

 

 

ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?!უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი? Tengiz Tsertsvadzeნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება.ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს.ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.

Posted by Nika Melia on ორშაბათი, 25 მაისი, 2020

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X