
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხესთან უწყვეტ აქციებს აანონსებს.
მისი თქმით, აქციები ქვეყნის მასშტაბით, ხვალ, 2 ნოემბერს დაიწყება და მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
„მეგობრებო! საქართველო პროტესტს იწყებს! ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან). ხვალვე, 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!
ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!”,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















