
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
წერს, რომ ახლა ნებისმიერი სახის შეკრება ვირუსის მასიურად გავრცელების თვალსაზრისით დიდი საფრთხის შემცველია და სწორედ ამ სიმართლის აღიარება არ სურს საპატრიარქოს, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს.
„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„შექმნილ ვითარებაში სიმართლე ერთია – ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს.
ამ სიმართლეს პრინციპულად არ ამბობს ხელისუფლება.
ამ სიმართლის აღიარება არ სურს გავლენიან ინსტიტუტს – საპატრიარქოს, რადგან რატომღაც ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს.
ამ სიმართლის თქმას გაურბის ოპოზიციის ნაწილი.
დიახ, ისინი ჩვენ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, ჩვენ კი ოღონდ მათ არ ვაწყენინოთ, დისკომფორტი არ შევუქმნათ, უარს ვამბობთ სიმართლის თქმაზე და საფრთხეში ვაგდებთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას
სიმართლის გაგონება არ სურთ ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას + დიდი ხნით დაანგრევს ეკონომიკას და ბევრი მაინც უბრალოდ ხმას არ ვიღებთ, ყველა ვერიდებით სიმართლის თქმას, გვერდზე ვწევთ, გვერდს ვუვლით, თვალს ვუხუჭავთ ჭეშმარიტებას და ისე გვინდა ვემსახუროთ ჭეშმარიტებას.“ – წერს ნიკა მელია.
შექმნილ ვითარებაში სიმართლე ერთია – ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს.ამ…
Gepostet von Nika Melia am Mittwoch, 15. April 2020






















