11:36 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

ნიკა მელიამ ციხეში 19 კილო დაიკლო

ნიკა მელიამ ციხეში 19 კილო დაიკლო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო. ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავას რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა.

 

პროცესის დაწყებამდე მელიას გიგი უგულავამ უთხრა, რომ „კარგ ფორმაში“ იყო, მელიამ კი უპასუხა, რომ „19 კილო დაიკლო“.

 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია.

 

წაშლილი დამხვდა ის წარწერა, მაგრამ მივედი და თავიდან დავაწერე - გია გაჩეჩილაძე
2021-04-13წაშლილი დამხვდა ის წარწერა, მაგრამ მივედი და თავიდან დავაწერე - გია გაჩეჩილაძე

 

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.

ავტორი: Prime Time

X