
შესაძლოა ამან დამატებითი მუხტი მისცეს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ოპოზიცია იმომქედებს ამ გეგმის შესაბამისად – ამბობს „დღის კურიერთან“ საუბრისას „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრების კომენტირებისას.
„ხელისუფლება თვითონ ახდენს ვითარების დაძაბვას. ბუნებრივია, მთავარი ოპონენტი პარტიის თავმჯდომარის დაჭერას რომ შეეცდები, ამით შენ თვითონ [ხელისუფლება] ძაბავ ვითარებას. შესაბამისადაც, დაიძაბება ვითარება, გამომდინარე ქართველი პატრიოტი საზოგადოების და მოქალაქეების რეაქციიდან.
ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ბრძოლა. როგორც გვრილოვის ღამეს, ამ შემთხვევაშიც პარტიული ზღვარი სრულად წაშლილი იქნება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.






















