
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალია და საპატიმრო დაწესებულებაც დატოვა.
მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა, დასანანაია. ელემენტარული საკითხი იყო ამ ყველაფრის ორგანიზება. ფაქტობრივად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო.
არავინ მიიღოს საკუთარ თავზე, ციხის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, ალბათ, მათ ეს დავალება ჰქონდათ. მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პატიმარს. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახთან ყოფნას. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები.
მადლობა ევროკავშირის ელჩის კარ ჰარცელის მონდომებას და ძალისხმევას. მადლობას ვუხდი მას, როგორც ადამიანს. ასევე მადლობა პრეზიდენტ მიშელს და აშშ-ს ელჩს“.- განაცხადა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.






















