13:40 | 2021-04-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას – ხატია დეკანოიძე

ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

„სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას: ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

 

თავდამსხმელი გლოვოს მოპედით გადაადგილდებოდა - დეტალები თბილისში მომხდარ დაჭრაზე 
2021-04-20თავდამსხმელი გლოვოს მოპედით გადაადგილდებოდა - დეტალები თბილისში მომხდარ დაჭრაზე 

 

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის“, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X