15:11 | 2020-05-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნიკამ ყველა პირობა შექმნა, რომ მისი შვილის დედა ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო – ადვოკატი

ნიკამ ყველა პირობა შექმნა, რომ მისი შვილის დედა ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო – ადვოკატი

ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ ერთი ხელის მოსმით გავუნადგუროთ კარიერა, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„საზოგადოებამ შეიძლება არ იცის, ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი 2019 წელს განქორწინდნენ. ნიკამ ყველა პირობა შექმნა, რომ მისი შვილის დედა ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო.

 

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ
2020-05-25რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

 

მას შვილის ნახვის უფლება ხუთშაბათობით და შაბათობით აქვს. ნიკამ შაბათამდე ორი დღით ადრე სოციალურ მუშაკს სთხოვა, დასწრებოდა შვილთან შეხვედრას. სოციალურმა მუშაკმა განუცხადა, რომ ვერ დაესწრებოდა, თუ მეორე მხარე არ დათანხმდებოდა. ნეკა დოროყაშვილი არ დათანხმდა. მეტიც, თავად ეს ქალბატონი მიბრძანდა ნიკას სახლში და შვილი ძალით წაიყვანა,“ – აცხადებს ადვოკატი.

 

​მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია.

 

Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე
2020-05-25Exclusive: ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის, უმშვენიერესი გერმანელი საცოლე

 

„ნიკოლოზი ღირსეული ადამიანია. არ მეგონა ასეთი თუ იყო. ეს დავინახე გუშინ და გუშინწინ დავინახე. ბუნებით მშვიდი ადამიანია. მოგეხსენებათ, რომ სპორტში გარკვეული აგრესიაა საჭირო და მასთან მსოფლიოში ოთხი ცნობილი ფსიქოლოგი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის თამაშის დროს უფრო აგრესიული გახდეს. მაგრამ რეალურად, ეს ასე არ არის,“ – აცხადებს ირმა ჭკადუა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X