13:37 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ – ლევან ნიკოლეიშვილი

ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ – ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.

 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:

 

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

ბათუმის რომელ ქუჩებში იმყოფებოდა მიშა სააკაშვილი ვიდეოების მიხედვით - ექსპრეზიდენტის მარშრუტი
2021-10-01ბათუმის რომელ ქუჩებში იმყოფებოდა მიშა სააკაშვილი ვიდეოების მიხედვით - ექსპრეზიდენტის მარშრუტი

 

სააკაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება. როგორც ნიკოლეიშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, დღეს ნიკა მელია კანდიდატურას მოხსნის.

 

„მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ცირკაჩობისა და კლოუნადის გამო, ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ!“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X