19:27 | 2021-01-06 ავტორი: ამუკა ქორიძე

ნიკარაგუაში თეთრი ბენგალური ვეფხვი დაიბადა

ნიკარაგუაში თეთრი ბენგალური ვეფხვი დაიბადა

ნიკარაგუას ერთ-ერთ ზოოპარკში, თეთრი ბენგალური ვეფხვი დაიბადა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

 

მდედრი ბოკვერი სახელად – ნივესი (ითარგმნება, როგორც – „თოვლი“) ზოოპარკის დირექტორის ცოლთან – მარინა არგუელოსთან მას შემდეგ იზრდება, რაც დაბადების შემდეგ ბოკვერი დედამ უარყო. ნივესი, ჯერ, სულ რაღაც ერთი კვირისაა.

 

Rare white tiger born at Nicaragua zoo | CTV News

 

ზოოპარკის დირექტორის – ედუარდო საკასას თქმით, ნივესი ცენტრალური ამერიკის ტერიტორებზე, პირველი გაჩენილი თეთრი ბენგალური ფერის ვეფხვია. შავ-ყვითელ ზოლებიანი ნივესის დედა 5 წლის წინ, ცირკიდან დაიხსნეს. მარინას თქმით, იმის გამო, რომ ცხოველი რძეს თავისით ვერ გამოიმუშავებდა, ისინი ნივეას თხის თბილი რძით, ყოველ სამ საათში ერთხელ კვებავენ.

 

White Bengal tiger cub born at Nicaragua zoo

 

ცხოველის თეთრი შეფერილობა რეცესიული გენის შედეგია. იმ გენის, რომელიც ნივესის დედა – დალილა ატარებდა, ვინაიდან დალილას მამა, თვითონაც თეთრი ბენგალური ვეფხვი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის ხელმძღვანელის თქმით, ნივესი პირველი თეთრბეწვიანი ვეფხვია, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში დაიბადა, იგი ერთადერთი თეთრი შეფერილობის ცხოველი არაა, სახელმწიფოს დედაქალაქ – მანაგუასთან ახლოს არსებულ ზოოპარკში. 2019 წელს, დირექტორმა საკასამ ორი თეთრბეწვიანი ვეფხვის ბოკვერი – ოსიმა და ჰალიმე, მექსიკის ზოოპარკიდან მიიღო.

 

White Bengal tiger cub born at Nicaragua zoo - BBC News

ავტორი: ამუკა ქორიძე

X