16:04 | 2021-09-24 ავტორი:

ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები, ქალს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ მხნეობას და ძალას მაჩვენებს – გიორგი კეკელიძე

ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები, ქალს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ მხნეობას და ძალას მაჩვენებს – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიასა პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

კეკელიძის თქმით, რადგან ნიკოს მთავარი მოწოდება საქმის კეთება იყო feedc -ის პლატფორმაზე საგანმანათლებლო ლიტერატურული მიმართულება შეიქმნება.

 

“ეს დღეებია ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები, ქალს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ მხნეობას და ძალას მაჩვენებს. საბოლოოდ, რადგან ახლა ნიკოს სახელს სწორედ ის სჭირდება, რისთვის იყო ეს ადამიანი მოწოდებული ანუ საქმე, ასე გადავწყვიტეთ: FEEDC პლატფორმაზე შეიქმნება საგანმანათლებლო- ლიტერატურული მიმართულება, რომელსაც მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი წარვმართავთ LIB.GE-ს ძველი გუნდიდან – ბლოგები, სტატიები, ლიტერატურული გადაცემები, ინტერვიუები.

ჯერ ეს არის, რაც შეგვიძლია”,- წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

X