21:31 | 2021-12-21 ავტორი: Prime Time

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ

ვერაზე 3 თვის წინ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეში ახალი გვარები გაჩდა – ეს ინფორმაცია დღეს “კურიერმა” მოიპოვა. მათი ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ჩვენივე ინფორმაციით, სამივე პირს უკვე დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია.

 

უცნობია, როგორ გავიდა გამოძიება ახალ ფიგურანტებზე და ითანამშრომლა, თუ არა რომელიმე ბრალდებულმა გამოძიებასთან.

VIDEO: შტურმი პარლამენტზე - კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან, სადაც სროლის ხმაც ისმის
2021-12-21VIDEO: შტურმი პარლამენტზე - კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან, სადაც სროლის ხმაც ისმის

ამ ინფორმაციას ადასტურებს მოკლულის ოჯახის ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, პირველი ინტერვიუ “კურიერს” მისცა.

 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა მომავალ კვირას დაიწყება. ჯგუფურ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულებმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ 27 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ, ირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულებს. დანაშაული ამ დრომდე არცერთს არ უღიარებია.

 

ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს, ვერაზე საკუთარ ავტომობილთან ჩაცხრილეს. სასტიკი დანაშაული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აკო ჭელიძე მკვლელობის ადგილზე გიორგი კავილაძემ ნაქირავები მანქანით მიიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვიის გასროლის შემდეგ, ორივე მიიმალა. რამდენიმეკვირიანი ძებნის შედეგად, ბრალდებულები პოლიციამ წყნეთში, მიტოვებულ სახლში დააკავა.

ავტორი: Prime Time

X