
დაახლოებით ერთი კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიის შემდეგ, საჩოგბურთო სამყარო სეზონს ვაშინგტონის ტურნირით განაახლებდა. ხსენებული საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარი გახლდათ.
ATP–ის ორგანიზებით, ვაშინგტონის ტურნირი 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და მისი დასრულება 21 აგვისტოს იგეგმებოდა.
Citi Open–ზე სულ 48 სპორტსმენი გამოვიდოდა, რომელთაგანაც 38 ძირითად ბადეში იყო, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ აღნიშნული გათამაშება აღარ ჩატარდება.
The ATP & organisers of the @CitiOpen have announced the cancellation of the 2020 Citi Open.
— ATP Tour (@atptour) July 21, 2020






















