
ნიკოლოზ ბასილაშვილი გასულ წელს, საპატრიარქოს არხზე გადაცემაში „შაქრით თუ უშაქროდ“ იყო მიწყვეული. სპორტულ კარიერაზე, რელიგიაზე და კიდევ ბევრ საკითხთან ერთად, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ძალადობაზეც ისაუბრა.
ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რას ფიქრობს ადამიანების გაქილიკებაზე, შეურაცხყოფასა და ძალადობაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა უპასუხა:
„ვერ მივესალმები რა თქმა უნდა ძალადობას და გაკრიტიკებას. მე ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ყოველი დღით სიამოვნება მივიღო, აქედან გამომდინარე, არანაირად არ მივესალმები.“- ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.























