
საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღემდე ყურადღების ცენტრშია. ის 22 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნულ ტურნირზე ურუგვაის ნაკრებთან მატჩში გმირული გადაწყვეტილება მიიღო.
მსაჯით უსაფუძვლოდ უკმაყოფილო მისი მეტოქე კუევასი, მატჩს ტოვებდა, კუევასი არც სუპერვაიზერს უსმენდა, რომელიც უხსნიდა, რომ თამაშის დატოვების უფლება არ ჰქონდა, ამ დროს მასთან ნიკოლოზი მივიდა, თხოვნით მიმართა და შეხვედრის გაგრძელება ურჩია.
„სუპერვაიზერს არ დაუჯერა, მაგრამ დაუჯერა ნიკა ბასილაშვილს,” – თქვა მაშინ კომენტატორმა.
იყო შანსი, მომხდარის გამო 34 წლის ურუგვაელის საჩოგბურთო კარიერა სამუდამოდ დასრულებულიყო, ბასილაშვილი კი აქტივში უშრომელ გამარჯვებას ჩაიწერდა, თუმცა მან ის გააკეთა, რასაც მის ადგილზე ბევრი არ გააკეთებდა. სწორედ, ამის გამო შეფასდა მისი ეს საქციელი ღირსეულად.
https://www.youtube.com/watch?v=yQGM6SkavxU&feature=emb_logo























