
„თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დაკავშირებულია პირველ რიგში მის ყოფილ ცოლთან“,- ამის შესახებ უფლებადამცველი ანა აბაშიძე საუბრობს.
მისი თქმით, ყოფილი მეუღლის როლი წარმატებაში ხაზგასასმელია.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. იგი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანი. მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი უნდა ძალადობდეს ვინმეზე.
ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკვშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ბატონი ნიკოლოზი არაერთ მედიაგადაცემაში საუბრობს. თუ ვინმეს გიამაყიათ ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დაკავშირებულია პირველ რიგში მის ყოფილ ცოლთან“,- აღნიშნავს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.























