
ქართველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი საფინალო თამაში კვლავ მოგებით დაასრულა, მან ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. მან ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა, მატჩი შეაფასა. გულშემატკივრებსა და თამაშის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
მან ბოლოს ქართულ ენაზე შვილს და ქართველ გულშემატკივარს მიმართა:
“ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მაგარი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს – მადლობა თქვენ გულშემტკივრობისა და მხარდაჭერისთვის.” – აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ნახეთ ვიდეო
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:6, 6:2 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მთელი გათამაშება წარმატებით ჩაატარა. მეოთხედფინალში მან ლეგენდარული როჯერ ფედერერი, ნახევარფინალში კი ამერიკელი ტაილორ ფრიცი დაამარცხა.
ბასილაშვილი ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდება.






















