19:30 | 2021-05-31 ავტორი: Prime Time

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსის მეიჯორი წარმატებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა სასტარტო დაპირისპირებაში დუშან ლაიოვიჩს სეტებში – 3:1 აჯობა და მეორე წრეში დამსახურებულად გავიდა.

„როგორ მეგონა, რომ სხვა პოსტს დავწერდი, მაგრამ ეეჰ...“ - დავით გოგიჩაიშვილს მამა გარდაეცვალა
2021-05-31„როგორ მეგონა, რომ სხვა პოსტს დავწერდი, მაგრამ ეეჰ...“ - დავით გოგიჩაიშვილს მამა გარდაეცვალა

 

ბასილაშვილისთვის სერბი ჩოგბურთელი უცხო ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენებურ მეჩოგნეს ლაიოვიჩთან აქამდე 5 მატჩი ჰქონდა გამართული და ურთიერთშეხვედრების ანგარიშიც 4:1 გახლდათ ნიკას სასარგებლოდ.

 

დღეს კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლაიოვიჩი კიდევ ერთხელ დაამწუხრა და საფრანგეთის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

 

ქართველმა მეჩოგნემ საწყისი ორი პარტია აუღელვებლად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე 6:4, 6:3 მოიგო. თითქოს ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ ბასილაშვილს უმტკივნეულოდ უნდა მოეგო, თუმცა მესამე პარტიაში ყურადღება მოადუნა, ლაიოვიჩიც უკეთ ათამაშდა და 6:0 მოიგო.

 

საბედნიეროდ მეოთხე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მობილიზება კვლავ შეძლო, თავისი აქტიური და შემტევი ჩოგბურთი ითამაშა და მეტოქესაც 6:2 აჯობა.

 

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია, სადაც მისი მეტოქე ორი ესპანელიდან ერთ-ერთი – ზაპატა მირალესი ან კარლოს ალკარასი იქნება.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
2021-05-31ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

 

ავტორი: Prime Time

X