14:55 | 2020-04-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ნიკოლოზ გამყრელიძე ბოქსირებულ პალატაში ყოფნისას მამას ფანჯრიდან ელაპარაკებოდა

ნიკოლოზ გამყრელიძე ბოქსირებულ პალატაში ყოფნისას მამას ფანჯრიდან ელაპარაკებოდა

ამირან გამყრელიძის შვილმა და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გაიხსენა ბოქსირებულ განყოფილებაში გატარებული დღეები.

 

მისი თქმით, მამამისი ერთხელ მივიდა მასთან, თანაც აკრძალვის გამო კლინიკაში ვერ შევიდა და მამა-შვილს ერთმანეთთან ფანჯრიდან მოუწიათ საუბარი.

 

„თვითონ ნერვიულობდა, რომ მე არ მენერვიულა. ერთხელ იყო მამაჩემი და შორიდან ველაპარაკეთ ფანჯრიდან და ის ქუჩაში იდგა. ეგ იყო და ეგ“, – ჰყვება ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

1 აპრილს ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. 

 

ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ - ნიკოლოზ გამყრელიძე
2020-04-04ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ - ნიკოლოზ გამყრელიძე
ავტორი: ანეტი მიქელაძე

X