
ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიასა და მისი საცოლის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს ოჯახის ახლობელი, ნინო ზამბახიძე ეხმაურება.
„ნიკო და მისი საცოლე ერთად სწავლობდნენ ერთი ღირებულებები ჰქონდათ და ერთად უნდოდათ სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალათ! ნიკოს ანი, ეს გოგოც დაიმახსოვრეთ. ესეც მომავლის გოგოა! თავისი მომავლის ბიჭის მომავლის გამგრძელებელი!“, – წერს ზამბახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ბიჭის საცოლემ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ნიკოს დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.
მნიშვნელოვანი სიახლეები:






















